weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ოზურგეთში „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისის კურთხევის შემდეგ მამა ვახტანგს მღვდლობა შეუჩერდა

14:20 ოთხშაბათი, 13 აპრილი 2022
ფოტო: Irma Gordeladze / Facebook ფოტო: Irma Gordeladze / Facebook

შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების გადაწყვეტილებით, მღვდელ ვახტანგ თოხაძეს, რომელმაც გუშინ, ოზურგეთში, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის ოფისი აკუთხა, მღვდელმსახურება შეუჩერდა.

ეპარქიის პრესსპიკერმა, მამა ბასილ გოგოტიშვილმა „გურიის მოამბეს“ განუცხადა, რომ სასულირო პირს მღვდელმსახურეობა დროებით შეუჩერდა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში, შემოქმედის ეპარქიის კრებაზე მიიღებენ.

პრორუსულმა და ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფომ“ საკუთარი პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა ოზურგეთში რამდენიმე ადგილზე სცადა, რასაც თან მოქალაქეთა პროტესტი სდევდა. მარტში ოფისის გახსნაში მათ მამა ვახტანგ თოხაძეც ეხმარებოდა. მაშინ, შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა თქვა, რომ თუ დადასტურდებოდა, რომ მამა ვახტანგი „ალტ-ინფოს“ საქმიანობას მხარს უჭერს, აუცილებლად მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას და მღვდელმსახურებას შეუჩერებდა.

გუშინ, 13 აპრილს, ახალ მისამართზე, კერძო სახლში გახსნილ „ალტ-ინფოს“ ოფისთან მამა ვახტანგი გამოჩნდა და ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს კომენტარიც მისცა. მან თქვა, რომ სახლი აკურთხა და ოფისსაც აკურთხებდა.

„იტყუილები. მასე აკეთებს ყველა, როცა ომია. ქალებიც და ბავშვებიც კვდებიან. ყველგან აბსოლუტურად“, – ასე უპასუხა მღვდელმა ჟურნალისტს, რომელმაც მას უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაში ქალებს აუპატიურებს და ბავშვებს ხოცავს.

მღვდელი ფიქრობს, რომ „ალტ-ინფოს“ მშვიდობა უნდა და მასთან არაფერ შუაშია რუსეთი.

სავარაუდოდ, სასულიერო პირის ეს განცხადებები გახდა დამატებითი საფუძველი იმისთვის, რომ მისთვის მღველმსახურება შეეჩერებინათ.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]